ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია",-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატი დააზიანეს.
შტაბის წინ განთავსებული ბანერი დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ გვიან ღამით დააზიანეს.
ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მათი თქმით, მსგავსი დანაშაული პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მიერაა წახალისებული.