03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
მოსკოვი კიდევ ერთ შეთანხმებას არღვევს

მოსკოვი კიდევ ერთ შეთანხმებას არღვევს. 2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, ოკუპირებულ ტერტიტორიებზე შვეიცარული კომპანიის დახმარებით, თბილისს ტვირთების კონტროლის საშუალებას აძლევდა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მოკოვისთვის საბაჟო საზღვარი არა ფსოუზე და როკზე, არამედ 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის.

სერგეი ლავროვმა სკანდალური განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას გააკეთა.

მოსკოვი რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთების კონტროლის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევას აპირებს.

რუსეთის მთავარი დიპლომატი აცხადებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხება. სერგეი ლავროვი აბობს, რომ საბაჟო ტვირთები არა როკის გვირაბთან და ფსოუზე, არამედ 2008 წლის შემდეგ გაჩენილ ახალ საზღვრებთან უნდა გაკონტროლდეს.

მოსკოვსა და თბილისს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გაფორმდა.

2011 წლის ხელშეკრულების შესრულებაზე მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის განახლდა. ამ საკითხს პრაღის შეხვედრებზეც განიხილავდნენ. როგორც ცნობილია, მექმნილია სამუშო ჯგუფიც, რომელშიც საგარეო, იუსტიციის და ფინანასთა სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან. თუმცა რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები