03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ბათუმში გამართულ აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ბათუმში დაპირისპირება აქციის ორი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

„თავისუფალი თაობის” წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს დაესხნენ. 
აქციის მონაწილეები იმ თანაგუნდელებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ, რომლებიც დღეს თბილისში, პარლამენტთან დააკავეს.

სიტყვიერი შეურაცხყოფა კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„21 მარტს ნაციონალებს სიკვდილი მოენატრებათ,” - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია 21 მარტს დანიშნული აქციის წინ და მათ ფიზიკურად ბათუმის მერიის თანამშრომლები უსწორდებოდნენ.

 

 

დღის ამბები