19 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"იმედი გვაქს, რომ მთავრობა ამჯერად მაინც შეასრულებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს," - ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ინიციატივის შესრულებაზე საუბრობს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრი გაიზიარებს გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას და მოიწვევს მთავრობის სხდომას, რომელზეც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უნდა განიხილონ. პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე გეგმავს ისაუბროს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხებზე.

"აუცილებელია რომ ამ საკითხებზე მოხდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფორმატებში, კონსტიტუციით უფლებამოსილი პირებს შორის მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ წინა შემთხვევებში არაერთხელ მოხდა მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის არასწორი განმარტება და მისი დარღვევა, ჩვენ იმედი გვაქს, რომ მთავრობა ამჯერად მაინც შეასრულებს კონსტიტუციით დადგენილ პირობებს,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები