საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამოქალაქო და საექსპერტო წრეებს შეხვდა დავით უსუფაშვილი.
პრეზიდენტობის კანდიდატმა 6 წლიან გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში განახორციელებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა აქვს. იგი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.