პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს აღადგინოს აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი.
მისი შეფასებით, დანგრევის პირას მისული შენობა ცხადყოფს, როგორია დღევანდელი ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა.
სოფელ ნოღაში შალვა ნათელაშვილმა პირადად დაათვალიერა სახლ-მუზეუმი.