03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ამერიკაში დაღუპული ქართველი კურსანტები ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს

სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები ქაშვეთის ეკლესიაში გვიან საღამოს გადაასვენეს. ტაძარში სასულიერო პირებმა ქართველი კურსანტების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი თავდაცვის მინისტრმა მიაგო და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
ეკლესიაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებოდნენ.

ქაშვეთში სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან დაიწყება, რის შემდეგაც იოსებ მაკარიძეს თერჯოლაში, ხოლო ბესარიონ გორჯოლაძეს კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ.

ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტები საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, გენერალური შტაბის უფროსი და იუნკერები ესწრებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის კურსანტები ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ.

დღის ამბები