19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"სახელმწიფოს მართავენ ფარცხალაძეები, სუბელიანები და ბევრი სხვა," - ოპოზიცია ახალ სკანდალურ ჩანაწერებს აფასებს

ოპოზიცია გავრცელებულ ახალ სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტი ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სისტემა დანაშაულებრივია და ხელისუფლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადის.

"სახელმწიფოს მართავენ ფარცხალაძეები, სუბელიანები და ბევრი სხვა. მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომლებმაც ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს და უამრავი სხვა მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა თქმა უნდა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანაც არ გაუჭირდებოდათ,"-აცხადებს ნიკა მელია.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ მირზა სუბელიანი იმაზე მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე შეძლებდა, თუმცა პრობლემას სწორედ იმაში ხედავენ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულებრივი საქმიანობით ტრაბახობენ.

"არ ვარ მირზა სუბელიანზე ისეთი წარმოდგენის, რომ მას მართლა შეეძლოს საერთაშორისო ასეთი შეთქმულებების დაგეგმვა, უბრალოდ ის ბაქი-ბუქობს მაგრამ ძალაინ ცუდის მანიშნებელია, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ესეთი თემებით ბაქი-ბუქობენ ხოლმე,"-აცხაცებს ირაკლი კიკნაველიძე.

სუბელიანს და მასთან ერთად ხელისუფლებას აკრიტიკებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. დავით უსუფაშვილის თქმით, სისტემა დანაშაულებრივი ქმედებებისკენ არის მიმართული.

"რა არის ტყუილი და რა არის მართალი არ ვიცი, მაგრამ სისტემა მიექანებოდა იქითკენ, რომ ვინმე მირზა სუბელიანს თუ სხვებს მსგავს სიბინძურეებში მონაწილეობა მიეღოთ,"-აცხადებს უსუფაშვილი.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სუბელიანმა ვერ მიიღო დაპირებული პირობები, რის შემდეგაც ალაპარაკდა და მას ყველა კომპრომატისა თუ ჩანაწერის გასაჯაროებას ურჩევს. 

"ეტყობა ბატონ კახიშვილთან არ გაუვიდა ეს შანტაჟი... ვურჩევდი მას, რომ ეს კომპრომატები წარადგინოს თუ მას აქ, ეს მის მდგომარეობას გააუმჯობესებს მომავალში,"-აცხაებს პაატა დავითაია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება როგორ იყო მზად სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის, გარდა ამისა, იგი ახსენებს კომპრომატებს სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრზე, კახა კახიშვილზე. სუბელიანი ასევე საუბრობს მიმოწერაზე თბილისის ყოფილ პროკურორთან, მიხეილ შაყულაშვილთან. მირზა სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კომპრომატები გაასაჯაროოს.

დღის ამბები