19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
„საქართველო გადაიქცა ნოყიერ პლატფორმად რუსეთისთვის, რომ განახორციელოს თავის გეოპოლიტიკური მიზნები კავკასიაში" - ჭიაბერაშვილი

თბილისში ხვალ ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი იხსნება. ვინ არის საქართველოში ამ ფორუმის მასპინძელი და რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, კითხვა უპასუხოდ რჩება. ღონისძიების დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობისთვის მოსაწვევები გაგზავნილია და სტუმრებს შორის არის დელეგაცია რუსეთიდან.

ფორუმის გახსნამდე ერთი დღით ადრე თბილისში პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთისთვის კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური მიზნების გახორციელების გზაზე ნოყიერ ნიადაგად გადაიქცა.

„საქართველო გადაიქცა ნოყიერ პლატფორმად რუსეთისთვის, რომ განახორციელოს თავის გეოპოლიტიკური მიზნები კავკასიაში და ამიტომ ბედავენ რუსები თავის მიზნების ღიად არამხოლოდ გავრცელებას, არამედ ასეთი ფორუმების ჩატარებას. ეს არის იმის შედეგი რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი დაკავებულია ქვეყნის ძარცვით და სახელმწიფო ინტერესები არის მეათეხარისხოვანი“-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

 

დღის ამბები