„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სასამართლო სისტემაში მოხდება ცვლილებები.
მისი თქმით, ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი, უზენაესი ინსტანციის მოსამართლეებს კი უცხოეთიდან მოიწვევენ.
„სანამ ჩვენ არ გვეყოლება სამართლიანი, ზნეობრივი, მიუმხრობელი სასამართლო ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნება სახელმწიფო და ყოველ ჯერზე ნოლიდან მოგვიწევს ქვეყნის მშენებლობა, ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ სასამართლო სისტემაში მოხდება რევოლუციური ცვლილებები, გაუქმდება მაფიოზურ ორგანოდ გადაქცეული იუსტიციის საბჭო. დღეს მოგვიწევს რამდენიმე ათეული უცხოელი მოსამართლის მოწვევა იმისთვის, რომ აღვადგინოთ და შევქმნათ დიდი ქართული სახელმწიფო,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.