03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
პარლამენტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაკავებულთა პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება

პარლამენტთან მოხდარი ჩხუბის დროს დაკავებულთა პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ხუთივე დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდართღვევა ედება ბრალად.

ჩხუბი პარლამენტთან გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაუპირისპირნენ.

დღესვე უნდა გაიმართოს კიდევ ერთი პროცესი, სადაც ასევე ლადო სადღობელაშვილი ფიგურირებს. საქმე ეხება "თვისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

დღის ამბები