19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი თბილისში - შეხვედრა აქციის ფონზე ჩაივლის

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი მწვავე საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრები ამ ფორუმის ფარგლებში თბილისში რუსეთის ბიზნესწრეების წარმომადგენელთა ვიზიტს გააპროტესტებენ.

სამოქალქო აქტივისტები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ ინვესტიციების მოზიდვის შესახებ მოლაპარაკებები არა რუსეთთან, არამედ ევროპის ქვეყნებთან გამართოს.

ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის ქართველი მასპინძლების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. რატომ ტარდება საქართველოში ღონისძიება, როცა ჩვენი ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის, ეს კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.

“ვთხოვთ და მოვთხოვთ, ამ ადამიანებს,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ნაწილი. ევრაზიული კავშირი არის შენიღბული საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის მატარებელი.

ნაცვლად იმისა, რომ ქართველები ვეძებდეთ ინვესტორებს დასავლეთში ვიყურებით ისევ ევრაზიულ კავშირში, სადაც ის ქვეყნები, რომლებიც არიან ვიტყვი, რომ ყურით არიან შეთრეული რუსეთის მიერ,“-ამბობს მოძრაობის წევრი ანა ჭარხალაშვილი.

დღის ამბები