მხარდამჭერებთან შესახვედრად და მათთან პრობლემებზე სასაუბროდ ხონის რაიონში ჩავიდა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი.
დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა.
რეგიონში, ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის საკითხია აქტუალური. მოსახლეობა უმთავრეს პრობლემად კი სახელმწიფოს უყურადღებობა ასახელებს.
„ჩვენი ამოცანა 28 ოქტომბერს, არის რომ შევცვალოთ ქვეყანა. ამოვიყვანოთ ხალხი ჭაობიდან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს გავაკეთოთ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი ცვლილებები,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.