03 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
"საუბრის შინაარსი გამომდინარეობდა დეპუტატზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით" - მირზა სუბელიანის ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ჩაერთო

ციხის სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის, 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მისი ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ერთვება.

გამოკითხვის პროცესს ის ორი ადვოკატი არ დასწრებია, რომლებიც პატიმრის ინტერებს ამ დრომდე იცავდა.

პროკურატურის წარმომადგენლები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერების და მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შევიდნენ.

გამოკითხვა გუშინ, საღამო 6 საათზე, დაიწყო და დაახლოებით, 4 საათს გრძელდებოდა.

ადვოკატის თქმით, პატიმარმა დაზიანებები სუიციდის მცდელობის დროს მიიღო.

„მირზა სუბელიანმა ყველა კითხვაზე განაცხადა პასუხი, ბოლოს ერთი და იგივე კითხვის უტრირება ხდებოდა, მასობრივ ინფორმაციაში გასული ინფორმაციის კითხვა იყო დასმული, ადასტურებ თუ არა ამას. მან სრულყოფილად გასცა პასუხი, რომ ეს ინფორმაცია იყო ორ კერძო პირს შორის ინდივიდუალური, პრივატული შინაარსის საუბარი და მისი შინაარსი გამომდინარეობდა დეპუტატზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რათა ამ უკანასკნელისგან მოეპოვებინა კეთილი განწყობა. ადასტურებს, რომ ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ ამ საუბრის შინაარსის რეალობას, სიმართლესთან სიახლოვეს, ობიექტურობას უარყოფს,“- განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა.

დღის ამბები