03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ამერიკაში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი [ფოტო]

აშშ-ში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. პანაშვიდი 14:00 საათზე დაიწყება, თუმცა ეკლესიაში მოქალაქეები უკვე იკრიბებიან და დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივს მიაგებენ. 

ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებიან დაღუპული სამხედროების ქართველი და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. 

ქაშვეთის ეკლესიაში არიან დაღუპული რიგითების მშობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები. 

რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამხედრო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე რამდენიმე დღის წინ ამერიკაში, ნიუ-ჯერსში ავტოავარიის დროს დაიღუპნენ. დაკრძალვისა და გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო დაფარავს.

დღის ამბები