03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ახალი კუნძული გაჩნდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ახალი კუნძული გაჩნდა. ის ტონგას სანაპიროდან 45 კილომეტრზე მდებარეობს.

კუნძულის სიგრძე 2 კილომეტრს აღწევს, სიგანე კი ერთი კილომეტრი და 200 მეტრია. ის წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წამოიქმნა.

კუნძულის ფოტოები ადგილობრივმა მეთევზემ გადაიღო. მეცნიერებს კუნძულისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის ძირითადად ვულკანური შლაკებისგან შედგება, რის გამოც შესაძლოა ნაწილებად დაიშალოს და ჩაიძიროს.

დღის ამბები