03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
თბილისის მერი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს "ცრუს" უწოდებს

თბილისის მერი დავით ნარმანია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით უარყოფს და "ცრუს" უწოდებს.

ნარმანიას განცხადებით, ქუჩებზე, სადაც გზა იგება, ლაბორატორიული დასკვნა კეთდება.

თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორია ისეთი გამართული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის.

დავით ნარმანის თქმით, კონტრაქტორებს, რომელთაც უხარისხოდ დააგეს გზები, ხელახლა მოუხდათ სამუშაოების შესრულება. 

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ასევე უარყოფს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი. მისი თქმით, სამუშაოები გამჭვირვალედ ტარდება, რისი გადამოწმებაც ადვილია. 

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საგზაო სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული. ოპოზიციის წარმომადგენლები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომას მოითხოვენ.

დღის ამბები