19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფცია" გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“,  საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს. ორგანიზაცია ძირითადად თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციას“ დამფუძნებლის თქმით, ქვეყანა სტაგნაციის გზით მიდის და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათივე განცხადებით, სწორედ ქვეყანაში არსებული ვითარება  გახდა ვაშაძისთვის მხარდაჭერის მიზეზი. 

“ამ ხნის განმავლობაში, რაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ჩვენ ვთანამშრომლობდით გაერთიანებულ ოპოზიციასთან, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად გავერთიანდეთ ამ ორგანიზაციასთან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ. მოტივი და მიზეზი ჩვენი გადაწყვეტილების გახლავთ შემდეგი, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც ნებისმიერ ქვეყანას და ნებისმიერ დემოკრატიას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ოკუპაცია და კორუფცია,“ -  განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.

გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული კრიმინალური მმართველობის დამარცხება მხოლოდ დიდი გაერთიანებით არის შესაძლებელი.

„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი , როდესაც ახალი ჯგუფები ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიების ყოფილი წევრები უერთდებიან გაერთიანებულ ოპოზიციას , რამეთუ მხოლოდ დიდი გაერთიანებით არის შესაძლებელი დიდი გამარჯვების მიღწევა . ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ კორუფცია უნდა დავამთავროთ ნეპოტიზმი, დავამთავროთ კრიმინალური მმართველობა , სწორედ ამიტომ ხდება აღნიშნული გაერთიანებები და დარწმუნებული ვარ , რომ გაერთიანებული ოპოზიცია და მისი კანდიდატი 28 ოქტომბერს გაიმარჯვებს და ამით გაიმარჯვებს მთლიანად საქართველო," -  განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები