03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ახალი ბლოკბასტერი შონ პენის მონაწილეობით

მსოფლიო ეკრანებზე შონ პენის მონაწილეობით ახალი ბლოკბასტერი გამოდის.

"მსროლელი" - ასე ჰქვია სურათს, რომლის პრემიერა ლოს-ანჯელესში გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებაზე მთავარი როლის შემსრულებელი თავის შეყვარებულ შარლიზ ტერონთან ერთად მივიდა.

პრემიერაზე იმყოფებოდა ფილმის რეჟისორი პიერ მორელიც.

ახალი თრილერი აშშ-ის დაზვერვის ყოფილ აგენტზე გვიამბობს, რომელსაც პოსტტრავმული სინდრომი აქვს.

შონ პენისთან ერთად წამყვან როლებს ხავიერ ბარდემი და იდრის ელბა ასრულებენ.

ფილმი მსოფლიო კინოგაქირავებაში 20 მარტიდან გამოდის.

დღის ამბები