03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
მზეზე ძლიერი აფეთქებების სერია

"ნასას" კამერებმა მზეზე ძლიერი აფეთქებების სერია გადაიღეს. როგორც კადრებში ჩანს, მის ზედაპირზე პლაზმა რამდენიმე ადგილას ამოიფრქვა.

აფეთქებები ძლიერ რადიაციულ გამოსხივებას იწვევს და შეუძლია სატელეკომუნიკაციო სისტემები და თანამგზავრები მწყობრიდან გამოიყვანოს.

"ნასას" შტაბში აცხადებენ, რომ აფეთქებების სერიამ ყველაზე ძლიერ ფაზას ღამის პირველის ნახევარზე მიაღწია.

დღის ამბები