19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
180 ათასი ლარი "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. გარდაცვლილი ბიზნესმენის დედამ და დებმა ზურაბიშვილს თანხის მაქსიმუმი -60/60 ათასი ლარი შესწირეს. ჯამში პატარკაციშვილებისგან "ოცნების" რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, 180 ათასი ლარი მიიღო.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სალომე ზურაბიშვილს "ქართუ ბანკისა" და "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელმა პირებმა 105 ათასი ლარი შესწირეს. აქედან ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ზურაბიშვილს 30 000 ლარი გადაურიცხა. გოჩა ჩიკვილაძემ "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა - 25 000 ლარი, დავით გალუაშვილმა, "ქართუ ბანკის" ოპერაციების დირექტორმა - 25 000 ლარი, ზურაბ გოგუამ, ბანკის რისკების დირექტორმაც ასევე 25 000 ლარი.

დღის ამბები