19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა - გაერთიანებული ოპოზიცია ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს 

ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ამომრჩეველზე ზეწოლა ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო მოსამსახურეებზე კვლავაც გრძელდება ზეწოლა და მათ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

ჩანაწერის ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

„- სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?

-      კი...

-      და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?

-      ეგ კი, ეგ კი...“- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია საჯარო სამსახურის თანამშრომლების მობილიზებას ახდენს, რაც კანონდარღვევა და არჩევნების გაყალბების მცდელობაა.

დღის ამბები