19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს" - სალომე ზურაბიშვილი

„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს,“ - სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძის მიმართვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბოლო დროის აქტუალურ თემებზე პოზიცია დააფიქსიროს, უპასუხოდ დატოვა.

ზურაბიშვილის თქმით, არ აპირებს, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის კითხვებს უპასუხოს. 

„არაფერს არ ვუპასუხებ ბატონ ვაშაძეს, რომელმაც მომმართა არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში. ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ ბატონ ვაშაძეს გავცე რამე პასუხი,“- განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილისგან კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვა. „ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით "რუსთავი2-ის“ მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.

დღის ამბები