ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ მათი მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს, თუმცა არც მეორე ტურს გამორიცხავს.
ორსაათნახევრიანი ინტერვიუს დროს მან რამდენჯერმე მოუწოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მათი კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალია და მოუწოდებს განსხვავებული აზრის მქონე თანაგუნდელებს, შეწყვიტონ კეკლუცობა და პარტიის პოზიციას პატივი სცენ.
„მე დღესაც ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთჯერ შევახსენებ გუნდის წევრებს, ზოგიერთს, აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია იყო, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ პარტიის პოზიციას პატივი სცენ.
"ჩვენი ბოლო კვლევებით ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ, მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა. ყველა კვლევები, ყველაზე პესიმისტურიც კი არსად კითხვები არ ჩანს, რომ ქალბატონი სალომე მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს. ქალბატონ სალომეს დავუჭერთ მხარს და პირველივე ტურშიც მოვახერხებთ ჩემი აზრით. თუ ვერ მოხერხდა, ეს და მეორე ტურში მოვახერხებთ,"-ამბობს ივანიშვილი.