"ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში," - ასე აფასებს მმართველის გუნდის ყოფილი წარმომადგენელი, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მის თქმით, "ოცნების" ლიდერმა არასწორი ტაქტიკა აირჩია, როდესაც ბოლო პერიოდში გახმაურებული სკანდალების გამართლება სცადა.
„ძალიან უდროო ინტერვიუსავით გამოვიდა მე პირდაპირ ვიტყოდი. ვინც ურჩია, რომ ამითი რაღაცას გარდატეხას შეიტანდნენ არჩევნებში, ალბათ ცოტა სხვა პათოსი უნდა აერჩიათ და არა ის "გამპრავებელი" პათოსი, რომელსაც ჩვენ პირველი ორმოცი წუთის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად მე ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო დააზიანა ის შანსები, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში. მე ჩემს რაიონში შევეცდები, რომ აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, უნდა მოერიდოს ქალბატონი სალომეს მხარდაჭერას იმიტომ, რომ შემდეგ წლებში მათ ისე გაახსენებენ, როგორც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულ 9 წელს ახსენებენ,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.