19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"თქვენ თუ ელემენტარული მედია სტანდარტების დაცვისკენ მოწოდება, მუქარად მიგაჩნიათ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა,“ - ჩუგოშვილი ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და "რუსთავი 2"-ს მიმართავს

"თქვენ თუ ელემენტარული მედია სტანდარტების დაცვისკენ მოწოდება, მუქარად მიგაჩნიათ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა,“ - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი, თამარ ჩუგოშვილი "კურიერის" შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელშიც ყოფილი პრემიერი "რუსთავი 2"-ს არაერთხელ დაემუქრა.

ჩუგოშვილმა ინტერვიუს სხვა დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, ნორმალური მოვლენაა ხელისუფლებისგან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებზე.

„იყო რაღაცა აქცენტები გაკეთებული, მაგრამ პრობლემებს ვერ გამორიცხავს ვერავინ ქვეყანაში იმიტომ, რომ პრობლემები არსებობს და ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ყველაფერს კარგად და ნათლად ხედავს და პასუხისმგებელია ამ პრობლემებზე. ამაზე საუბარი სწორი არ არის.

"კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა დაისაჯოს თუ არა ოთარ ფარხცხალაძე, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ ეს გამოძიების გადასაწყვეტია.

"რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, რომელიც თქვენ დამისვით ეს არის, სამართლებრივი გამოძიების საკითხი და ვერც მე ვერ დავსჯი და დავიჭერ ვერავის სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს. მან თქვა რომ განსაკუთრებული ყურადღება არის იმ თემაზე, რომელიც ეხება ფარცხალაძის თემას და ახსენა კონკრეტული რამ, პროკურორების ჩართულობა და ასე შემდეგ და ამაზე პასუხებს ჩვენ მივიღებთ ძალიან მალე," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზაზა პაპუაშვილი კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის 28 ოქტომბერს არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. 

„სულ მგონია რომ ჩვენ პოლიტიკა არ დაგვიწყია, პოლიტიკის გარეთ ვართ. ეს რაც ხდება ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, ეს ჩემთვის პოლიტიკა არ არის, ეს მარაზმია. რაც შეეხება თემებს, რომლებზეც გუშინ იყო საუბარი, ბევრი ნაცნობი თემა იყო ჩემთვის, ბევრს არ განუცვიფრებივარ. ერთი მთავარი რაც გაჟღერდა და ეს მაქვს გულში ერთ წელიწადში ეს ყველაფერი მოწესრიგდება და დალაგდება. მე იმდენი ფიქრი მაქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც გუნდში ლაპარაკი აუცილებლად დაიწყება. რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა ქალბატონი სალომე, მე ვფიქრობ რომ გაიმარჯვებს. სალომემაც იცოდა და მთავრობის ყველა წევრმაც, რომ საქართველო მათზე უფრო მაღლა დგას,“- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა

დღის ამბები