19 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
„შვილებს ვფიცავარ, თუ ვკეკლუცობდე, ვერ ვიხსენებ" - ბიძინა ივანიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრობს

2016 წელს გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილს არ ახსოვს. ყოფილ პრემიერს სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ინტერვიუს დროს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა შეახსენა და საქმის გამოძიების შესახებ განმარტება მოითხოვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შემთხვევა არ ახსოვს. მან ჟურნალისტებს იმ პირების ვინაობის დასახელება მოსთხოვა, ვის შესახებაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

„შვილებს ვფიცავარ, თუ ვკეკლუცობდე და რამეს ვმალავდე, ვერ ვიხსენებ, რაზეა საუბარი, 2016 წელს რა იყო ასეთი საგანგაშო,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

დღის ამბები