03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
პრეზიდენტი ქართველი კადეტების პანაშვიდზე

ქაშვეთის ეკლესიაში აშშ-ში დაღუპული ქართველი სამხედროების - იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი  მიმდინარეობს. 

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის, იუსტიციის მინისტრები, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

"განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც განგებას მიჰყავს ადამიანი, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი ეთამაშა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეში," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ასევე აშშ-ის სანაპიროს დაცვის აკადემიის კადეტები. 

რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ სქართველომ ორი ნამდვილი პატრიოტი დაკარგა.

ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებიან დაღუპული სამხედროების ქართველი და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. 

ქაშვეთის ეკლესიაში არიან დაღუპული რიგითების მშობლები, ოჯახის წევრები და ნათესავები. 

რიგითები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.

 

 

დღის ამბები