თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამტკიცებს, რომ ახალდაშენებულ სახლებს დიღომში აქირავებს, საიდანაც შემოსავალს იღებს. იზორიას მეუღლე ლანა მაჯგალაძე ორი ფეშენებელური სახლის მფლობელია.
ლევან იზორია აცხადებს, რომ სახლები 145 ათასი დოლარიანი კრედიტით აიშენა, რომლის ძირითად ნაწილს, ბინის გაქირავებით იხდის.
„სახლის მშენებლობა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად, 2007-12 წლებში, როგორც საქართველოში, ისე განსაკუთრებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით. სახლის მშენებლობას კი 4 წელი დასჭირდა, ასევე საზოგადოებას მინდა ვამცნო, რომ აღნიშნული სახლი უკვე წლებია არის გაქირავებული,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.