03 ოქტომბერი 2024,   06:48
ვრცლად
მესტიაში მოკლული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ოჯახში სისხლის აღებაზე ლაპარაკობენ

მესტიაში მოკლული ყოფილი მესაზღვრის ოჯახში სისხლის აღებაზე ლაპარაკობენ. გიორგი რატიანის ოჯახის წევრებმა განცხადება ამასთან დაკავშირებით "კურიერთან" საუბრისას გააკეთეს. 

რატიანები აცხდებენ, რომ თუ მკვლელი სათანადოდ არ დაისჯება, ისინი სისხლის აღებაზე იფიქრებენ. გარდა ამისა, მოკლული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ოჯახში ფიქრობენ, რომ გიორგი რატიანის მკვლელობა პოლიტიკურ ნიშანს ატარებს. 

ოჯახის განცხადებით, რატიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო და ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან სწორედ ამ ნიშნით გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობაში ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი კახა მარგიანი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ნასვამი იყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები