03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
"აქცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო," - თბილისის მერია

"აქცია პოლიტიკურად მოტივირებული იყო," - ეს განცხადება დავით ნარმანიას უწყებამ თბილისის მერიასთან გამართული აქციის შესახებ გაავრცელა.

თბილისის მერიაში ფიქრობენ, რომ მერიასთან გამართული აქცია გასული დღეების განმავლობაში გამგეობებთან გამართული აქციების ანალოგია.  

"აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.

"რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.

"თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად," - ნათქვამია მერიის განცხადებაში.    

დღის ამბები