19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
იმ მოქალაქეებისგან, ვინც მიდის არჩევნებზე და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, 37% ხმას ვაშაძეს აძლევს - Edison Research

გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ის ამომრჩევლები გამოკითხა, ვინც მიდის არჩევნებზე და  გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. „რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ორგანიზაციამ მოსახლეობის ამ ნაწილს დაუსვა კითხვა, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას," სრული ალოკაციით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 37%;

სალომე ზურაბიშვილი - 32%;

დავით ბაქრაძე - 16%;

შალვა ნათელაშვილი - 6%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 0.

იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ  პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა. კვლევის ცდომილბა +-3%-ია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები