გავლენიანმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით წინასაარჩევნოდ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაარკვია მოსახლეობის დამოკიდებულება საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. კვლევის თანახმად, რესპოდენტები აფიქსირებდნენ პასუხს, დადებითად აფასებდნენ კანდიდატს, თუ არყოფითად.
კითხვაზე, თუ შეიძლება დააფიქსირეთ თქვენი აზრი ყველა მოცემულ საპრეზიდენტო კანდიდატზე, შედეგები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე
ძალიან დადებითი 23%;
მეტ-ნაკლებად დადებითი 34%;
მეტ-ნაკლებად უარყოფითი 22%;
ძალიან უარყოფითი 21%.
სალომე ზურაბიშვილი
ძალიან დადებითი 14%;
მეტ-ნაკლებად დადებითი 23%;
მეტ ნაკლებად უარყოფითი 22%;
ძალიან უარყოფითი 41%.
დავით ბაქრაძე
ძალიან დადებითი 14%;
მე-ნაკლებად დადებითი 43%;
მეტ-ნაკლებად უარყოფითი 27%;
ძალიან უარყოფითი 16%.
იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.