19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გამოკითხულთა 33% სალომე ზურაბიშვილს არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას - Edison Research

„რუსთავი 2"-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 33% მხარს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს არცერთ შემთხევაში ხმას არ მისცემდა.

იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ  პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

კითხვაზე, რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, პასუხები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი 33%;

გრიგოლ ვაშაძე 18%;

ზურაბ ჯაფარიძე 14%;

დავით ბაქრაძე 11%;

არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე 29%.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები