19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
მეორე ტურში თუ ვაშაძე და ბაქრაძე გავლენ, 40% მხარს ვაშაძეს დაუჭერს - Edison Research

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამოკითხა. კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, გამოკითხულთა 40% მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს დაუჭერს, ხოლო 27% კი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატს.

კითხვაზე, "თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაქძე, რომელს დაუჭერდით მხარს," პასუხი "არ ვიცი" დააფიქსირა - 33%-მა.

იმის დასადგენად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ  პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები