„რუსთავი 2"-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, გიგი უგულავა გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია.
„ევროპული საქართველო“ აპირებს, რომ საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნოს, რომელიც გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებისგან განსხვავებულია.
მე არ ვთვლი პრობლემად დიდად იმას, რომ ეს მონაცემები ხშირ შემთხვევაში კვლევების ერთმანეთს ეწინააღმდეგება, საბოლოო ჯამში შედეგი რამდენიმე დღეში გვეცოდინება. რაც შეეხება გამოქვეყნებულ მონაცემებს, რამდენიმე მყარ იმას ავიღებდი, ერთი, რომ აქამდე ჩვენი გადმოსახედიდან, აქამდე რაც ყოფილა მონაცემები, უდავოდ იქნება მეორე ტური. ეჭვის ქვეშ ვაყენებ ამხელა დიდ ნახტომს კონკრეტული კანდიდატების მათივე ჩატარებული წინა კვლევებთან შედარებით, რადგან არაფერი დრამატული არ მოხდარა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და უფრო მგონია ველის შეცდომა,“- განაცხადა გიგი უგულავამ.