03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
ხმაურიანი აქცია თბილისის მერიასთან

მერიასთან დღეს ხმაურიანი აქცია გაიმართა. მერიის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით შენობაში შეჭრა სცადეს.

საპატრულო პოლიციის და მერიის უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგობის შედეგად, იპოთეკით დაზარალებულებმა და ე.წ. "ატსტუპნიკებმა" კორდონის გარღვევა ვერ შეძლეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოყვა.

აქციის მონაწილეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს. თუმცა, პოლიციამ ტერიტორია მალევე დაატოვებინა.

იპოთეკით დაზარალებულები და ე.წ. "ატსტუპნიკები" გამოსახლების გადავადებას და ქუჩაში დარჩენილი ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

პირისპირ შეხვედრაზე უარის შემდეგ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მოგვიანებით განცხადებით უპასუხეს თბილისის მერიაში და დღევანდელი აქცია პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

თბილისში ამ დროისთვის არაოფიციალური მონაცემებით, 40 ათასამდე ე.წ. "ატსტუპნიკი" და 65 ათასამდე იპოთეკით დაზარალებული პირია, მათგან 20 ათასი უკვე გამოასახლეს. ამ პროცესის შესაჩერებლად განმეორებით აქცია თბილისის მერიასთან 20 მარტს იგეგმება.

ამავე თემაზე
დღის ამბები