ჯონ ბოლტონი საქართველოშია. ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. ის სამინისტროში სულ ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. დავით ზალკალიანთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რის შემდეგაც ჯონ ბოლტონი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს. დღესვე იგეგმება შეხვედრა პრემიერ ბახტაძესთანაც. 11:00 საათზე კი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჟურნალისტების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში უპასუხებს, რა დროსაც გაირკვევა, რა გზავნილებით ჩამოვიდა ის საქართველოში, სადაც ორ დღეში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.