სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობები ყველა სხვა კანდიდატის ერთიან დაფინანსებას აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი. სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსებაც შეისწავლა და დაადგინა, რომ კითხვები ბევრია. აუდიტის სამსახურს კი ამ დრომდე სრულყოფილი რეაგირება არ მოუხდენია.
სამოქალაქო სექტორმა პრობლემები კანდიდატების ქონებრივ დეკლარაციებშიც აღმოაჩინა. უფრო დეტალურ ინფორმაციას კი "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველო დღეს გაასაჯაროვებს.
"სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულობები, აღემატება ყველა დანარჩენი სუბიექტის მიერ მიღებულ შემოწირულობას. არის მიმოხილული ექიმების საქმე, რაც მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის სავარაუდო ფაქტს ეხება. აუდიტის სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ საკითხის თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.