19 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების სოციალური აქტივობა - "სამართლიანი არჩევნები" კვლევას გამოაქვეყნებს

ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც პირველად სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ამოქმედდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების სოციალური აქტივობა შეისწავლა, შედეგებს კი დღეს გამოაქვეყნებენ.

ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო სექტორს გაერკვია, ხომ არ ირღვევა კანონი ამ შემთხვევაში სოციალური ქსელით. კვლევის მეორე ნაწილი უკვე არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელდება.

„ვაკვირდებით პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების „ფეისბუქ“ აქტივობას, ამ არჩევნებზე სერიოზული გამოწვევა არის სწორედ საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში აგიტაციის გაწევა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. ხომ არ ხდება კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევები,“- ამბობს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

 

დღის ამბები