03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
თბილისის გზებზე გადაადგილება დღითიდღე ჭირს

თბილისის გზები მერიის მისამართით ბრალდებების კიდევ ერთი საფუძველი გახდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს იმ ქუჩების ფოტო მასალები გაასაჯაროა, რომლებსაც რებალიტაცია უკვე ჩაუტარდათ, თუმცა უხარისხოდ. დედაქალაქში გზების მოწერსიგებისთვის კი ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯა.

ავთანდილ სუდაძე გადადგომას არ აპირებს. ოპონენტების საპასუხოდ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმაც ჟურნალისტებს ფოტომასალა წარუდგინა. სუდაძე არ გამორიცხავს, რომ ახლადრეაბილიტირებულ გზებზე ხარვეზები არსებობდეს.  

საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ოპონენტებს ასევე ბრალდებებით პასუხობს. 

"ეს არის მათ მიერ გაკეთებული გზები, რომელიც მალევე გაფუჭდა. ასე უხარისხოდ აკეთებდნენ ისინი. ხარვეზები, შესაძლოა, იყოს. თუმცა, ტენდერის პირობაა, რომ ის თავიდან ისევ შეკეთდეს," - აცხადებს ავთანდილ სუდაძე. 

კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელისგან განსხვავებით თბილისის გზებზე არსებულ პრობლემებს დედაქალაქის მერი არ აღიარებს. დავით ნარმანია აცახადებს, რომ გზების ხარისხი სპეციალური ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოწმდება. აღნიშნული შპს კი მერიის დაქვემდებარებაშია.

დღის ამბები