19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ბაღდათში ხვდება

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს ბაღდათში ხვდება. უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარება, დაბალი პენსია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სამუშაოდ უცხოეთში წასული ოჯახის წევრები ის პრობლემებია, რომლებზეც ადგილობრივები საუბრობენ.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან მშვიდობიანი ცვლილებების და არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ამოსავალი ამ უძრაობიდან და ჭაობიდან, არის არჩევნები. ჩვენ უნდა შევცვალოთ საქართველო, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ და ეს უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად მშვიდობიანად ყოველგვარი დაპირისპირების და შურისძიების გარეშე. არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, რომ დააშინოს საზოგადოება არეულობით"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები