19 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიების ანგარიში წარადგინა „ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება ვერცერთი გარდაცვლილი პირი"- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საარჩევნო სიების ანგარიში წარადგინა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეჯამების შედეგად ამოღებულია 8 ათასამდე გარდაცვლილი პირის მონაცემები. სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2 მილიონ 600 ათასზე მეტ მოქალაქეზე გაიცა.

„ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება ვერცერთი ისეთი გარდაცვლილი პირი, რომლის შესახებაც სახელმწიფოს, კერძოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა,“-განაცხადა სოსო გიორგაძემ.

სოსო გიორგაძე, ოქრუაშვილის  განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მან გადაამოწმა ყველა ის მისამართი, რომელიც ოფიციალურად საკუთრებაში უფიქსირდება ოქრუაშვილს და მისი ოჯახის წევრების მისამართზე ჩაწერილი უცხო პირები არ ფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის თქმით, რთულია ისაუბროს სიების სიზუსტეზე.

ძალიან ბევრი სამუშაოა კიდევ ჩასატარებელი, ჩვენ პირადად დამკვირვებელთა რეგისტრაციაზე გვქონდა პრობლემა, როდესაც ვარეგისტრირებდით ადამიანს, რომელსაც სახელი გვარი ჰქონდა, პირადობა ჰქონდა მაგრამ ისინი არ იყვნენ საარჩევნო სიებში. მართალია ამას პერიოდულად ვასწორებდით, გვქონდა კომუნიკაცია ცეესკოსთან, მაგრამ ვფიქრობ რომ ასეთი ადამიანები კიდევ ძალიან ბევრი იქნებიან.-განაცხადა ნატალია ხოხიაშვილმა.

დღის ამბები