ალეკო ელისაშვილის მოწოდება საზოგადოებას - თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ხვალ ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს და ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზოს, გარდა სალომე ზურაბიშვილისა.
„საქართველო ჩვენგან 15 წუთს მოითხოვს და მეტს არაფერს, რომ მივიდეთ და შემოვხაზოთ. არ შეიძლება არაფრით, იქნება უბრალოდ უსინდისობა ამ ვითარებაში სახლში დარჩენა და მე მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ყველა შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. ნებისმიერი, ვინც გულზე გეხატებათ, ვისი იდეებიც მეტ-ნაკლებად თქვენთან ახლოს არის, ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. არ შეიძლება ქართული ოცნების კანდიდატი შემოხაზო, არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გაიჯეჯილებს ივანიშვილი და კიდევ ერთხელ დაგვცინებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რასაც ფიქრობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ნახირი, რომელსაც რასაც გინდა, იმას დამართებ და ამის საპირისპიროდ უნდა გავცეთ პასუხი ბიძინა ივანიშვილს და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.