03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
პუტინი შვილის შეძენას უარყოფს - პუტინის ნაცვლად განცხადება მისმა პრესმდივანმა გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ვლადიმერ პესკოვი უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმას, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინს შვილი შეეძინა.

ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინს შვილი შეეძინა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვაპირებ, ხალხს მივმართო, ვისაც აქვს ფული და ვთხოვო, რომ მოაწყონ კონკურსი ჟურნალისტებს შორის საუკეთესო ტყუილისთვის," - განაცხადა პესკოვმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალინა კაბაევამ შვეიცარიის ქალაქ სორენგოში ვლადიმერ პუტინისგან შვილი გააჩინა, შვეიცარიულმა ტაბლოიდმა Blick-მა გაავრცელა. 

დღის ამბები