19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"ოქუაშვილი მიხვდა იმას, რომ შანტაჟის ნაცვლად, აუცილებელია და სავალდებულოა ვალის გადახდა" - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი, ომეგა ჯგუფის მიერ მუშაობის განახლებას ეხმაურება.  

საქმე ეხება ომეგას თამბაქოს ქარხანას, რომელმაც 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

ამ დროისთვის უცნობია, როდის განაახლებს ტელეკომპანია იბერია მუშაობას, რომელიც სწორედ ომეგას ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დავალიანების დაფარვა გადაწყვიტა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად და როგორც ჩანს, ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო, ალბათ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - მიხვდა იმას, რომ შანტაჟის ნაცვლად და შანტაჟი ვერავის ვერ გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელია და სავალდებულოა ვალის გადახდა. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები