19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას,“ რომ შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას," - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, დილიდან მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციამ კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა. საუბარია მანქანებით ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე ორგანიზებულ მიყვანაზე.

გიორგი ვაშაძე დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს.

„საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე 2 ხუთი ნომერია ბიულეტენში, ანუ მეორე 51 თუ რაღაც უნდა ყოფილიყო და ერთიანი აკლია ბიულეტენში. დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები საარჩევნო უბნებზე, თანხებს როგორ არიგებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მასიურად, საარჩევნო უბნებზე შესასვლელში არის გამოკრული დარღვევით „ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის ასევე დარღვევა და ჩვენ საჩივრები გვაქვს შეტანილი შესაბამისი და ვითხოვთ კომისიებისგან, რომ გასუფთავდეს საარჩევნო უბნები, რომ არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა მარნეულის 58-ე  უბანზე მომხდარ დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდა ამისა, ვაშაძემ განაცხადა, რომ გლდანში 82-ე და 83-ე უბანზე ავტომობილიდან მოქალაქეებს ფულს ურიგებენ. მისივე თქმით, ახალქალაქში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა.

„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას,“ რომ შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

 

დღის ამბები