03 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ბათუმში USAID-ის ოფისში მყოფ ნაციონალებს თავს დაესხნენ [ფოტო]

ბათუმში, ბათუმში USAID-ის ოფისში მყოფ ნაციონალებს თავს დაესხნენ.  

თავდამსხმელებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, პეტრე ზამბახიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზიანებულია ოფისის ინვენტარიც. 

ინციდენტი გუშინ საღამოს მას შემდეგ მოხდა, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერად ჯემალ ფუტკარაძე დანიშმეს. 

მერაბ ღოღობერიძე, გიორგი თუშმალიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი შენობაში შევიდნენ და პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს. ისინი დეპუტატს პასუხს სთხოვდნენ იმის გამო, თუ რატომ დაუჭირა მხარი ფუტკარაძის ვიცესპიკერად არჩევას. 

პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ხელისუფლების მიერ არის ინიცირებული. 

    

დღის ამბები