19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
თათბირი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში - ყოფილ პრემიერთან სუს-ის მაღალჩინოსნები იმყოფებიან

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარეა ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი იმართება, რომელშიც სუს-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

თათბირის შესახებ ინფორმაცია პირველად გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ელისო კილაძემ გაავრცელა. ივანიშვილის რეზიდენციასთან "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ვიდეომასალა გადაიღო.

"რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ისაუბრა. ელისო კილაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში სრული პანიკაა.

„დაახლოებით, 5 საათიდან ქართული ოცნების შტაბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს აგებს და არჩევნებს იგებს გრიგოლ ვაშაძე, ამის შემდეგ დაიწყო მობილიზაცია. მივიღე ინფორმაცია, რომ შუშის სასახლეში დაინიშნა თათბირი, სუს-ის მაღალჩინოსნები გამოიძახეს. საუბარი მიდის იმაზე, რომ როგორმე გრიგოლ ვაშაძის პირველ ტურში გამარჯვება არ გაფორმდეს ოფიციალურად და ცესკო-ში მოხერხდეს ის, რომ გაფორმდეს მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით ითხოვს სალომე ზურაბიშვილისთვის პირველ ტურში 52-54%-ის დაწერას,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები