„ამაყი ვარ ჩვენი ხალხის, დღეს მოხდა ისტორიული რამ. დღეს სასწორზე იყო დაყენებული დიდი ფული, ძალაუფლება და ღირსება. ღირსებამ გაიმარჯვა,"- მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
პაატა ბურჭულაძე "კვირის აქცენტებში" საუბრისას ამბობს, რომ ის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ვერ იფიქრებდა, რომ გრიგოლ ვაშაძე ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებდა.
ბურჭულაძის აზრით, მეორე ტური აღარ იქნება და გრიგოლ ვაშაძე პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. მსოფლიო ბანი მოუწოდებს მმართველი პარტიის ლიდერებს აღიარონ დამარცხება, რადგან ივანიშვილი საკუთარ თავს უშველის, ისინი კი ქართული საზოგადოების პირისპირ მარტო აღმოჩნდებიან.
"მე მგონი მეორე ტური საჭირო აღარ იქნება, პირველ ტურშივე იმარჯვებს ბატონი გრიგოლი. ეს არის უკვე მაგალითი მომავალი მთავრობის - ხალხს უნდა მოუსმინო,ხალხზე ძალადობა არ შეიძლება, ხალხი არის მთავარი ამ ქვეყანაში.
ის დაწერილი 52% საიდან მოიტანეს. მე მინდა მოვუწოდო მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილი თავის თავს უშველის და გაიქცევა ამიტომ მოდით აზრზე და შეეგუეთ ამ დამარცხებას“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.
მისი თქმით, ეს ყველას გამარჯვებაა, რადგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს არა ერთი პირი, არამედ მოსახლეობა უნდა წყვეტდდეს.